ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა

22 ნოემბერი, 2021 • 647
კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა

კულტურის სამინისტრომ დააფუძნა ახალი ლიტერატურული პრემია “წლის საუკეთესო”. სამინისტროს განმარტებით, კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი ავტორების გამოვლენა.

კონკურსი ოთხი ნომინაციის მიხედვით გაიმართება. ესენია:

  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო პიესა

სამინისტროს ცნობით, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლობებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

“კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე, ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კონკურსში გამარჯვებულს 5 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია წარადგენს, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულის გამოვლენამდე კონფიდენციალური იქნება.

განცხადებები 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე მიიღება.

ლიტერატურული პრემიის დაფუძნების ინიციატორი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძეა.

სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხი” და “TV პირველი” არ შეუშვეს


წელს ჩაიშალა ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა”, რომელიც კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი