ახალი ამბები

კოვიდით გარდაცვალების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია – NY Times

22 ნოემბერი, 2021 • 4145
კოვიდით გარდაცვალების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია – NY Times

New York Times-ის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის ბოლო დინამიკით, რომელიც გასულ 7 დღეს ასახაავს, საქართველო  მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გამოცემის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, ბოლო 7 დღეში საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2.01-ია. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 74.7-ია.

100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც გარდაცვალების დღიური საშუალო მაჩვენებელი 128.7-ია. 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი ბულგარეთში 1.85-ია. ამავე მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილს მოლდოვა იკავებს 100 000 მოსახელზე სიკვდილიანობის 1.82 მაჩვენებლით. მეოთრხე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც დღეში საშუალოდ 682.6 ადამიანი იღუპება და 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.54-ია.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 55 ადამიანი. დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა – 8,41% შეადგინა, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9,25%, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში – 8,97%

მასალების გადაბეჭდვის წესი