ახალი ამბებირეკლამა

National Geographic-ის ახალ წიგნში „100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“ დმანისს საპატიო ადგილი უკავია

20 ნოემბერი, 2021 • 1224
National Geographic-ის ახალ წიგნში „100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“ დმანისს საპატიო ადგილი უკავია

მსოფლიოს 100 საოცარი აღმოჩენის ქრონიკამ ერთ წიგნში მოიყარა თავი: Lost Cities, Ancient Tombs: 100 Discoveries That Changed the World /დაკარგული ქალაქები, უძველესი სამარხები: 100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“. არქეოლოგებისა და მკვლევრების მიერ მოყოლილი ისტორიები პლანეტის წარსულს აცოცხლებს. წიგნი მსოფლიოს უმსხვილესმა სამეცნიერო პლატფორმამ National Geographic – მა გამოსცა. 

100 საკვანძო ექსპედიცია დეტალურად არის განხილული,  უხვად ილუსტრირებული და ფოტო ქრონიკით დატვირთული. 6 კონტინეტზე გადაჭიმული ცივილიზაციის ისტორიას მეცნიერები დაუფარავად გვიყვებიან. ამბები სავსეა გამარჯვებებით, შეცდომებით, დღემდე საკვლევი საიდუმლო კოდებით.    აღმოჩენები შეეხება ცნობილ სამარხებს,  ფარაონების საგანძურს, ტერაკოტას მეომრებს, მაჩუ-პიქჩუს, მაიას ცივილიზაციას, ბუდისტურ სალოცავებს, ტიტანიკს, გამოქვაბულის ნახატებს, ალიასკის არტეფაქტებს და ბევრისთვის ნაცნობ არქეოლოგიას. 

national geographic

„როგორც მუზეუმის დირექტორი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ გამოცემაში ასახული მსოფლიოს 100 არქეოლოგიური საოცრებიდან, ორი ნიმუში ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დმანისი მოხვდა და, ალბათ, სულ დარჩება იმ აღმოჩენების გვერდით, რომელიც მსოფლიო ასეულს წარმოადგენს.  მე ვიტყოდი, რომ საქართველო, ალბათ, არის მსოფლიო მეცნიერების, უფრო კონკრეტულად კი, არქეოლოგიის ავანგარდში“, — განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

დმანისში აღმოჩენილი ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს და გვიყვება, თუ რა გზით დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა, შემდეგ კი გავრცელდნენ ევროპაში.  

National Geographic-ის ქართულმა რედაქციამ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია მიუძღვნა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს და იმ უმნიშვნელოვანეს რჩეულ აღმოჩენებს, რომელიც  National Geographic-ის ახალ წიგნში შევიდა. 

national geographic

National Geographic ქართული რედაქცია რამდენიმე წელია შეუერთდა დიდ სამეცნიერო ოჯახს და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე გამოსცემს ყველა იმ უნიკალურ მასალას, რაც ხელმისაწვდომია   100-ზე მეტ ქვეყანაში. რედაქცია ზრუნავს, რომ საქართველოშიც მომზადდეს ისეთი პროექტები, რომლითაც მსოფლიოს დააინტერესებს, ატარებს ფოტო კონკურსებს, იწვევს ავტორებს, რომლებიც აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მასალებს ქმნიან. არ ვართ განებივრებული ისეთი გამოცემები, რომლებიც ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, რელიგიათმცოდნეობის, ახალი ტექნოლოგიების, მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ასტროფიზიკის, გეოგრაფიის, მეტეოროლოგიის, კლიმატის, გეოლოგიის და არქიტექტურის სფეროში დაგროვილ ცოდნას ერთად უყრის თავს. 

ეს არის ჟურნალი მთელი ოჯახისთვის, მით უფრო მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად დაეძებენ საინტერესო მასალებს, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას, მზად არიან თვალსაწიერი გაიფართოონ, ახალი სფეროები და ინტერესები აღმოაჩინონ საკუთარ თავში. მთელი წლით ქართული  National Geographic გამოწერა შესაძლებელია რედაქციის ვებ გვერდიდანთუ გაგიმართლათ და სილქნეტის მომხმარებელი ხართ,  ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მარტივად მოხვდებით ჟურნალის გამომწერთა ბაზაში და ყოველთვიურად, სპეციალურ ფასად, საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოგიგზავნიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ,   შემეცნებითი და ფოტო მასალით უხვად აღჭურვილ, ახალ-ახალ ნომრებს. 

National Geographic  36 ენაზე ავრცელებს ცოდნას, მათ შორისაა საქართველო, რომლის  ქართული რედაქცია, სილქნეტთან ერთად, უკვე საქმიანობის 9 წელს ითვლის და ყოველი ახალი ნომრით  მკითხველს ჩვენი პლანეტის საინტერესო მოვლენებს მოუთხრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი