ახალი ამბები

“ეს ნაბიჯი გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ’ – კირკიტაძე გორის ჰოსპიტლის შეთავაზებაზე

19 ნოემბერი, 2021 • 1242
“ეს ნაბიჯი გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ’ – კირკიტაძე გორის ჰოსპიტლის შეთავაზებაზე

“ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადაგდმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის შეთავაზებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მისი თქმით, როცა სააკაშვილი გლდანის ციხეს დატოვებს, მოშიმშილე დეპუტატებიც შეწყეტენ შიმშილობას.

“ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადაგდმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ. თუმცა ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ. ხელისუფლება ნაჩვევია, რომ ერთ რამეს ამბობს და მერე არ ასრულებს. ასევე, რას იტყვიან მედიკოსები. რა თქმა უნდა, ჩვენი პირობა იქნება[დაცული], რომ ჰოსპიტალთან აქციები არ იქნება. რაც შეეხება ჩვენი შიმშილობის აქტს, ეს შეწყდება იმ წუთიდან, როცა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს”, – განაცხადა კირკიტაძემ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში [გორის სამხედრო ჰოსპიტალი]. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვთავაზობთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი