ახალი ამბებირეკლამა

მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება

19 ნოემბერი, 2021 • 2427
მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასოვლაბთანთანამშრომლობითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მალე თბილისის მუზეუმებს რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი შეემატება. მუზეუმის კონცეფციასა და დიზაინზე იმუშავეს არტისტებმა, მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ.

1937-1938 წლების მასობრივი საბჭოთა რეპრესიები, პირდაპირ უკავშირდება  მაჩაბლის 13-ში მდებარე მწერალთა სახლსდიდ საბჭოთა ტერორს, ვერც ქართველი მწერლები გადაურჩნენ. რეპრესიების დროს, მწერალთა სახლში დატრიალებული ადამიანური ტრაგედიების შესახებ, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი და ჯერაც ცოცხლობს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, თუმცა არსებობს დეტალები, რომლებიც ჩვენი ისტორიის ამ დრამატულ ნაწილს, მეტ მთლიანობას სძენს. აღნიშნული მუზეუმი სწორედ ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, პაოლო იაშვილისა და სხვათა ტრაგიკული ბედის გამაერთიანებელი ცენტრი იქნება. 

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი აქამდე არ არსებობდა. თუმცაღა, საბჭოთა ეპოქისა და მისი მემკვიდრეობის გადააზრებისთვის, ამგვარი შინაარსის მქონე სივრცის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე უკეთ აღვიქვამთ და შევაფასებთ, თუ რა გავლენა ჰქონდა ტოტალიტარულ რეჟიმს საზოგადოებაზე, ადამიანებზე; როგორ განსაზღვრავდა სისტემა ,,ურჩი და მოღალატემწერლების ბედს, საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ტრაგიკულ აღსასრულს. 

როგორცთბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისპროექტების კოორდინატორი, ლუკა გრიგოლია ამბობს, რეპრესიების მსხვერპლი მწერლების ცხოვრების აქამდე უცნობ ცნობილ დეტალებს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასოვლაბიიკვლევს:

სოვლაბიიკვლევს მასალას, რომელიც, შეეცდება, სრულად დაგვანახოს, თუ რამდენად დამანგრეველი გავლენა ჰქონდა საბჭოთა რეჟიმს ხელოვან ადამიანებზე, მწერლებზემათზე, ვინც ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა სათქმელს და რისთვისაც ასე სასტიკად დაისაჯნენ. მუზეუმში გამოფენილი საარქივო მასალა, რომლის ნაწილიც ლიტერატურის მუზეუმის არქივშია დაცული, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ტოტალიტარულ რეჟიმს არანაირი გამართლება არ აქვს და რომ არცერთი იდეა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ“, – ამბობს ლუკა გრიგოლია. 

მუზეუმის დამთვალიერებლისთვის ცხადი გახდება, თუ რა გახდა მწერალთა რეპრესიების მიზეზი 1920-იან წლების შემდეგ არაერთი დეკადის განმავლობაში, როგორ შევიდა 1932 წლიდან საბჭოთა სისტემა კლასიკური ტოტალიტარიზმის ფაზაში, მას შემდეგ, რაც ხელოვნების ტოტალური კონტროლი დაიწყო და, ამ მიზნით, „სოცრეალიზმისდოქტრინა დაამკვიდრა. ექსპოზიცია მოგვითხრობს იმის შესახებაც, თუ როგორ მუშაობდა, 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს, „მავნებლებისადახალხის მტრებისგამოვლენის სასტიკი კამპანია; როგორ გმობდნენ, აპატიმრებდნენ, ხვრეტნენ და ასახლებდნენ სისტემის მოწინააღმდეგე მწერლებს და მათ ოჯახებს.

როგორც მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური ამბობს, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, დამთვალიერებლისთვის, 2022 წლის პირველ ნახევრში გაიხსნება. 

რეპრესირებული მწერლების ცხოვრებასთან დაკავშირებული საარქივო მასალაპირადი ნივთები, დახვრეტის ოქმები, საბრალდებო დასკვნები, ფოტოები თუ მიმოწერა, ჩვენთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო არქივსა და ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მუზეუმის კონცეფციაზე  მუშაობისას,  ამ ინსტიტუტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ვინაიდან ამ მასალას ვერ გამოვფენდით,  გადავწყვიტეთ, მათ წარმოსაჩენად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა და მუზეუმი მულტიმედიური საშუალებებით გაგვეცოცხლებინა. ყველა მასალას დამთვალიერებელი სამუზეუმო სივრცეში განთავსებულ ეკრანებზე იხილავს, ასევე კედლებზე განხორციელდება გამოსახულების პროექცია, რაც აქაურობას თანამედროვე, ტრადიციული მუზეუმისგან განსხვავებული სივრცის ელფერს შესძენს. 

გარდა ამისა, მუზეუმზე მუშაობის დაწყებისას გავავრცელეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს პირად არქივში ინახებოდა რეპრესირებული მწერლების ნივთები, მიმოწერა ან ფოტოები, მუზეუმში განსათავსებლად მოეწოდებინათ, ან მათ შეძენას შევეცდებოდით. სხვათა შორის, არაერთი ოჯახი გამოგვეხმაურა და საკმაოდ საინტერესო მასალაც მოგვაწოდეს“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი.

ნატა ლომოური აღნიშნავს, რომ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნა მწერალთა სახლის შენობაში, სიმბოლურია, რადგან ეს შენობა მწერალთა რეპრესიების უშუალო მოწმეა. გარდა ინფორმაციული მნიშვნელობისა, მომავალში აქაურობა იქცევა ადგილად, სადაც მომავალი თაობებიც გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ საბჭოთა სისტემის მსხვერპლ მწერლებს. მუზეუმის გახსნის შემდეგ, მწერალთა სახლის სტუმრებისთვის, მთელი სიცხადით გადაიშლება მაჩაბლის 13-ში მდგარი შენობის ისტორია, რომლის კედლებშიც, 1937 წლის ივლისში, თავი მოიკლა საბჭოთა სისტემის ზეწოლისგან ტანჯულმა პაოლო იაშვილმა; სადაც მიხეილ ჯავახიშვილს, წითელი ინტელიგენცია, გამოსწორებისა და გონს მოგებისკენ მოუწოდებდა და, სადაც, ეს ყველაფერი, დღეს უკვე ისტორიადაა ქცეული, თუმცა, წარსულის აჩრდილი, ამ შენობას არასდროს ტოვებს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი