ახალი ამბები

გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა

18 ნოემბერი, 2021 •
გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, თუ ვის ხვდება სამინისტროში კონკრეტულად.

როგორც სახალხო დამცველი წერს, სამინისტროში მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.


18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, გონება დაკარგა და ის საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში.

ნიკა გვარამიას თქმით, ამჟამად ის კონტაქტურია და უკეთაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი