ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ შეძლებს აფხაზეთიდან გადმოსვლას – სამინისტროს განმარტება

11 თებერვალი, 2021 • 1318
ვინ შეძლებს აფხაზეთიდან გადმოსვლას – სამინისტროს განმარტება

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, დღეიდან გაიხსნა ენგურის ხიდის გადასასვლელი.

“[გადასასვლელის გახსნა] საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რა ტიპის კატეგორიებზე იყო საუბარი, რომელიც მინისტრს პრესკონფერენციაზე არ გაუხმიანებია.

“პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხვალიდან კი, პენსიონერებს”, – განუცხადეს სამინისტროში ნეტგაზეთს.


გადასასვლელი ენგურის ხიდზე თითქმის ერთი წელია, რაც ჩაკეტილი იყო. გარდა გადასასვლელის გახსნისა, საკარანტინო ვადა აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ნაცვლად 12 დღისა განისაზღვრა 5 დღით.

მასალების გადაბეჭდვის წესი