ახალი ამბები

„საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორებმა სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

18 ნოემბერი, 2021 •
„საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორებმა სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

„საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორებმა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიას და აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყოფნას. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

“პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასაყვანი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება და გამორიცხული იქნება მისი ჯანმრთელობის ისეთი გართულებები, რომელიც შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს“, —აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი