ახალი ამბები

ამოღებულია 5კგ-ზე მეტი კონტრაბანდული ოქრო — საგამოძიებო სამსახური

18 ნოემბერი, 2021 • 993
ამოღებულია 5კგ-ზე მეტი კონტრაბანდული ოქრო — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც სარფის საბაჟოს გავლით ქვეყანაში ფარულად შემოიტანა დიდი რაოდენობით ოქრო.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, საბაჟო კონტროლის შედეგად აღმოაჩინეს 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი