წელს თბილისის მერია საახალწლო მატარებელში, სათამაშოებისა და ნათურების ნაწილში 105 ათას ლარს გადაიხდის.
ამ სერვისის შესახებ ელექტრონული აუქციონი უკვე შედგა, თავად დეკორაცია 2021 წლის 10 დეკემბრისთვის უნდა მომზადდეს.
„საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებელი (ფოტო ზონა): კარკასი- ლითონის მილკვადრატი შეფუთული წყალგამძლე მასალით (კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს შეეძლოს შიგნით შესვლა და გადაადგილება). ორთქლმავალი 1 ცალი, საჩუქრების ვაგონი 1 ცალი, საახალწლო თემატიკის ვაგონი 4 ცალი. უნდა მოეწყოს დეკორატიული ბაქანი (ფუნიკულიორი); ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით.
განათება: სტრინგი, თბილი ნათებით (2400-300 კელვინი), 70 ცალი C7 LED ნათურით, მწვანე მავთულით, დაცვის კლასი არანაკლებ IP65 (70 LED C7 warm (2400K-3000K), green wire, 240v, 15cm-30cm-15cm, coaxial connect) – 30 ცალი;
საახალწლო სათამაშოები აწყობილი რკინის/ალუმინის კონსტრუქციაზე, თბილი ნათებით – 100 ცალი“, – ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც მერიამ შესყიდვაში გაწერა.
მერიის დოკუმენტების მიხედვით, დეკორატიული მატარებელი ასე გამოიყურება:
განათებები კი გამოიყურება ასე:
ამ ელექტრონულ აუქციონს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი კომპანია ჰყავდა – შპს ღამის შოუ სტუდია. აღნიშნული კომპანიის 92%-იანი წილის მფლობელი ივანე ჭელიძეა, რომლის მონაწილეობითაც შეიქმნა პროექტები: „თბილისობა 2015”, 2018-19 წლების საახალწლო პროექტები, თბილისის დედაენის ბაღში -“საახალწლო სოფელი”, 2018 წელს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ვანო ჭელიძე იყო ასევე თბილისის ნაძვის ხისა და რუსთაველის საახალწლო დეკორაციების ავტორი 2020 წელსაც.
კომპანიამ აღნიშნული სერვისი მერიას 105 ათას ლარად უნდა შეასრულოს, თავდაპირველად კი მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 107 000 ლარად შეაფასა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 17 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა.
ვრცლად:
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა