ახალი ამბები

„ბევრი რამ შეუსაბამოა, თუ მოკვდა ვიტყვი რომ შევცდი“ – მეგრელიშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

17 ნოემბერი, 2021 • 2361
„ბევრი რამ შეუსაბამოა, თუ მოკვდა ვიტყვი რომ შევცდი“ – მეგრელიშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი „პალიტრანიუსთან“ აცხადებს, რომ სააკაშვილის შიმშილობაზე მისთვის ბევრი რამ შეუსაბამოა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ბევრი რამის არ სჯერა:

„არ მჯერა ბევრი რამე, ბევრი რამე შეუსაბამოა. თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის. მაჩვენე, რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და მე გადავწყვეტ, ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არა, ჩემით გადავწყვეტ“, – ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ის ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენ კალორიას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რა მინერალებია მის რაციონში და როგორია მისი სამედიცინო მდგომარეობა:

„ასეთი საზოგადოებრივი ინტერესია ამ ადამიანის მიმართ, ადამიანები ნერვიულობენ, კოლეგებმა მართლა დაიწყეს შიმშილობა. რა მოხდება, რომ ყოველ დილით გამოდიოდეს სანდო ექიმი და დეტალურად გვაძლევდეს ინფორმაციას, გვითხრან, რამდენ კალორიას იღებს, რა მინერალებია, როგორია მის სამედიცინო მდგომარეობა.

„ქართული ოცნება“ ამ ეჭვებს უწყობს ხელს. ყველაფერი, რისი თქმაც, ოღონდ ცუდად, უნდოდათ, გვითხრეს, მაგრამ მე მოვითხოვ, ონლაინ რეჟიმში რომ ვიცოდეთ ამ ადამიანის სამედიცინო მდგომარეობა. ინფორმაცია დაიდოს მართლა, სანერვიულოა თუ არ არის სანერვიულო. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პირად საუბრებში ამბობს, რომ ყველა პარამეტრი ნორმაშია და არაფერია სანერვიულო, მაშინ დაადასტურონ“, – ამბობ მეგრელიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი