ახალი ამბები

ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი ხდება

16 ნოემბერი, 2021 •
ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი ხდება

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტში შედის. საბო საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იქნება, რომელსაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს, 16 ნოემბერს, შეუწყვიტა.

როგორც ნეტგაზეთს ჰერმან საბომ განუცხადა, მზადაა პარლამენტში შესასვლელად და სადეპუტატო მანდატის გამოსაყენებლად.

ზურაბ ჯაფარიძემ კი მანდატის დატოვების შესახებ პირველ ნოემბერს განაცხადა. ჯაფარიძე პარლამენტში „გირჩის“ სიით იყო გასული, რომელსაც საპარლამენტო სია 8 ნომრამდე ჰქონდა ჩახსნილი. სწორედ ამიტომ, ჯაფარიძეს საბო ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი