მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის მონაცემების დათვლის შედეგად მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მესამე ადგილი ლევან იოსელიანმა დაიკავა, რომელიც ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წარმოადგენდა. მან 6.55% მიიღო — 964 ხმა.
მეოთხე ადგილზე გავიდა გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო 4.76%-ით. მან 701 ხმა მიიღო.
V ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია 3.14%-ით, — ეს 462 ხმაა.
შემდეგ მოდის კობა დავითაშვილი 2.91%-ით და სოფო ხორგუანი 2.64%-ით.
ნახეთ ასევე:
კახაძე 41%, შავგულიძე 36.83%, ინიშნება II ტური — მთაწმინდის არჩევნების შედეგები
განახლება: თავდაპირველ ვერსიაში მონაცემები მხოლოდ 27 უბნის მონაცემებით იყო მითითებული.