ახალი ამბები

არ სურდათ, გენახათ, რომ ეს საავადმყოფო არ არის – სააკაშვილი ფოტიგას

16 ნოემბერი, 2021 • 1208
არ სურდათ, გენახათ, რომ ეს საავადმყოფო არ არის – სააკაშვილი ფოტიგას

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მე-18 დაწესებულებაში ევროპარლამენტარის არშეშვების მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებას არ სურს, ფოტიგამ ნახოს, რომ ეს დაწესებულება „რეალურად საავადმყოფო არ არის“.

„ძვირფასო ანა, თქვენი ვიზიტი ფენომენალური იყო. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი შეხვედრა, – უფრო სწორად, მათ არ სურდათ, თქვე გენახათ, რომ ადგილი, სადაც დატყვევებული ვარ, რეალურად საავადმყოფო არ არის“, – წერს სააკაშვილი.

„მათ განცხადებებს თქვენ მიმართ ჰქონდა გამომაფხიზლებელი ეფექტი საქართველოში და გამოიწვია დიდი სიმპათია და მადლიერების გრძნობა თქვენდამი. აღარ ვიტყვი იმას, რამდენად მადლიერი ვარ თქვენი“, – წერს ევროპარლამენტარს სააკაშვილი.

ანა ფოტიგას სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცეს. ფოტიგა სააკაშვილისგან წერილის მიღების შემდეგ აცხადებს, რომ „კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, სააკაშვილი რჩება საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული“.

ფოტიგა ასევე აცხადებს, რომ „ჯერაც არსებობს სიტუაციის გადაჭრის შანსი“ და „საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები სააკაშვილს ნორმის ფარგლებში აქვს.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი