ახალი ამბები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

15 ნოემბერი, 2021 •
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების პროექტს.

კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება თავად ჯაფარიძის პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო.

პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის შესაბამის დადგენილებას.

ზურაბ ჯაფარიძემ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მანამდე, იგივე გადაწყვეტილება მიიღო მამუკა ხაზარაძემაც.

ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი