ახალი ამბები

20% ოკუპირებულია და ხელისუფლება ამბობს, რომ 1 ადამიანს უსაფრთხოებას ვერ დაიცავს – ბუჩუკური

15 ნოემბერი, 2021 • 820
20% ოკუპირებულია და ხელისუფლება ამბობს, რომ 1 ადამიანს უსაფრთხოებას ვერ დაიცავს – ბუჩუკური

პარტიის “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არდასწრება ნიშნავს, რომ სახელწიფო უწყებები კონკრეტულ პარტიას არიან დაქვემდებარებული და თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ.

მისი თქმით, არგუმენტი, რომელიც სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება, იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომლის 20%- ოკუპირებულია, მისაღები არ არის.

„პატიმარს აქვს სრული უფლება, რომ თავის სასამართლო პროცესს დაესწროს. მე ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პოზიცია არ მომისმენია, რატომ ვერ უზრუნველყოფს პატიმრის ამ უფლებით სარგებლობას.

თუკი არგუმენტი არის სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება, ანუ ხელისუფლება რას გვეუბნება, რომ ერთი ადამიანის ან თუნდაც ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომლის ქვეყანაშიც 20% არის ოკუპირებული?! რა თქმა უნდა, ეს პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის,“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი