ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარ-ოქტომბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 40.2%-ია

15 ნოემბერი, 2021 • 1226
იანვარ-ოქტომბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 40.2%-ია

საქართველიოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 3.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 მილიარდ აშშ დოლარამდე (22.3 პროცენტით მეტი).

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.6 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში – საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი