ახალი ამბები

ენმ-მ 13 ნოემბერს აქცია პარლამენტთან დააანონსა

12 ნოემბერი, 2021 • 1044
ენმ-მ 13 ნოემბერს აქცია პარლამენტთან დააანონსა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ოპოზიცია აგრძელებს ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს.

მორიგი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება 13 ნოემბერს, 17 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

„გავაგრძელოთ ყოველდღიური არაძალადობრივი აქციები და ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა. გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი ხელისუფლება უნდა“, — თქვა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი