ახალი ამბები

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრი ჩავარდა, შეფერხებულია მოძრაობა

12 ნოემბერი, 2021 • 1481
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრი ჩავარდა, შეფერხებულია მოძრაობა

განახლება, 21:20: ამ დროისათვის დაშავებული ლიანდაგებიდან ამოიყვანეს და ის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. 

მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებზე მგზავრი ჩავარდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მაშველები.

ინციდენტის გამო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნამდე“ მატარებლები არ მოძრაობენ. გარდა ამისა, გააჩერეს მატარებლები, რომლებიც „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობდნენ.

ვარკეთილიდან მომავალ მატარებელში კი გამოაცხადეს, რომ მატარებელი მხოლოდ „სადგურის მოედნამდე“ იმოძრავებს. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეფერხება.

მთავარ ფოტოზე: მეტროსადგური „გურამიშვილი“, სადაც მატარებლები მგზავრებისგან დაცალეს.

მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი