ახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგიები

საქართველოს ისტორიაში პირველად – დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამები შეიქმნა

12 ნოემბერი, 2021 • 7652
საქართველოს ისტორიაში პირველად – დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამები შეიქმნა

ნოემბრის პირველ კვირას, მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება. კვირეულს წელს სამი ქართული სტარტაპ კომპანია შეუერთდა, Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან.

კვირეულის ფარგლებში კომპანიებმა ჟურნალისტებსა და დეზინფორმაციაზე მომუშავე მკვლევრებს სწორედ ამ პროგრამების პირველადი ვერსიები გააცნეს.

Startup Grind თბილისის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის განმარტებით, 45 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ამერიკის მთავრობამ დეზინფორმაციის გამოვლენისა და მონიტორინგის პლატფორმების შესაქმნელად გაიღო, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

„გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში პროდუქტები გავტესტეთ. არის სამი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომლებსაც, ერთი მხრივ, დეზინფორმაციის შემცველი აუდიო და ვიდეო მასალები ტექსტად გადაჰყავს, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებს ავტომატურად ატყობინებს საეჭვო აქტორების მხრიდან საჯარო ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ,“ – აცხადებს ტუხაშვილი.

ეს სამი ინოვაციური ტექნოლოგია უკვე გატესტეს დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. მედიასაშუალება „აი, ფაქტის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ პროგრამები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ჟურნალისტებმა მაქსიმალურად სწრაფად აღმოაჩინონ დეზინფორმაცია.

კომპანიები, კონკურსის წესით შეირჩა და ამ ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა ჯამში 42, 500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა, სტარტაპ კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი