პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.
გახარია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ როცა „მტერს“ ასე ემსგავსები, საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან დამარცხებული ხარ:
„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან“, – ამბობს გიორგი გახარია.
იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.
კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.