ახალი ამბები

სამედიცინო ჩარევას მხოლოდ მაშინ მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება — ხოშტარია

11 ნოემბერი, 2021 • 691
სამედიცინო ჩარევას მხოლოდ მაშინ მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება — ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეცხრე დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება.

მისი თქმით, რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება და რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნევროლოგიური, ამ ჩარევას მოითხოვს.

„მე არ მინდა, რომ ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს, რომ ახლა ვკვდები… არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნევროლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ერთმა გადასხმამ არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები და ის ისევ კრიტიკულად დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს… მე ამას ვაკეთებ არა იმისთვის, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ კრიტიკულად არ დამძიმდეს მდგომარეობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი