ახალი ამბები

დემნა გვასალიამ ამერიკის CFDA-ს ჯილდო მოიპოვა

11 ნოემბერი, 2021 • 1041
დემნა გვასალიამ ამერიკის CFDA-ს ჯილდო მოიპოვა

დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო (CFDA Awards) მიიღო.

მან გაიმარჯვა CFDA-ს ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში.

„იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც, 10 წლის წინ, მოდის ინდუსტრიაში პირველი სამსახური დავიწყე პარიზში, ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი მისიაა, დავუპირისპირდე წესებს და მოდის ინდუსტრია წინ წავწიო”, – განაცხადა დიზაინერმა ჯილდოს მიღებისას.

„ეს ჯილდი ჩემთვის ნიშანია არა მხოლოდ იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, არამედ იმისაც, რომ ამ ბრძოლაში მარტო არა ვარ“, – თქვა დემნა გვასალიამ და მადლობა გადაუხადა დიზაინერთა საბჭოსა და საკუთარ გუნდს.

გვასალიამ CFDA-ის ჯილდო მეორედ მიიღო – იგი 2017 წელს მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი