ახალი ამბები

გრიპზე უფასოდ აცრიან რისკჯგუფებში შემავალთა ოჯახის წევრებსაც

10 ნოემბერი, 2021 • 1658
გრიპზე უფასოდ აცრიან რისკჯგუფებში შემავალთა ოჯახის წევრებსაც

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით, სეზონური გრიპის ვაქცინით უფასოდ აცრას შეძლებენ რისკჯგუფებში შემავალი პირების ოჯახის წევრებიც.

როგორც „ნეტგაზეთს“ NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ამისათვის საჭიროა, რისკჯგუფში შემავალ ოჯახის წევრთან ერთად, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტით მოქალაქეები ამცრელ პუნქტებში გამოცხადდნენ.

პირებს შორის, რომელთა ოჯახის წევრებსაც გრიპის ვაქცინით უფასო იმუნიზაცია შეუძლიათ, არიან დიაბეტის მქონე და დიალიზზე მყოფი პაციენტები, ასევე, მკურნალობაზე მყოფი C ჰეპატიტის ან აივ ინფექციის მქონე და ორგანოგადანერგილი პირები. ასევე 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ორსულები.

ვის შეუძლია გრიპზე უფასოდ აცრა — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი