ახალი ამბები

ხვალ, 11 საათზე, საპროტესტო აქციები თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართება

9 ნოემბერი, 2021 • 1371
ხვალ, 11 საათზე, საპროტესტო აქციები თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართება

ხვალ, 10 ნოემბერს, 11 საათზე ერთდროულად გაიმართება სამი აქცია: იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და მოდულის შენობასთან.  ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის და თანდათანობით გაიზრდება აქციის წერტილები და ლოკაციები.

მელიას თქმით, თუკი ხვალ, პირველ საათზე ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მაშინ აღნიშნული დროისთვის აქცია სასამართლოს ეზოში გადაინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი