ახალი ამბები

ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება ენმ-სთვის თანამდებობების მიცემა – კობახიძე

9 ნოემბერი, 2021 • 1252
ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება ენმ-სთვის თანამდებობების მიცემა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველსა და ნაციონალურ მოძრაობას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ.

„სახალხო დამცველს და დანარჩენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. მათ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში უნდათ ყველანაირი საფუძვლის გარეშე.

რაც შეეხება სახალხო დამცველისა და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის მარტივი, მიზეზია ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ.

მათ რევანშისტულ განზრახვებს აღსრულება არ უწერია.

ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ომბუდსმენის აპარატმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, არღვევს მისი ღირსების უფლებას.

სააკაშვილის გლდანში მოთავსება არღვევს ღირსების პატივისცემის ვალდებულებას — ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი