ახალი ამბები

გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი

9 ნოემბერი, 2021 • 3710
გარდაიცვალა გელა ჩარკვიანი

ცოტა ხნის წინ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი დიპლომატი გელა ჩარკვიანი. ნეტგაზეტის ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

“გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი — გელა ჩარკვიანი… პანაშვიდები დღეს და ხვალ. პეკინის 14 . გასვენება ხუთშაბათს 2 საათზე სახლიდან“, — წერს ფეისბუკზე გელა ჩარკვიანის შვილი თეონა ჩარკვიანი.

გელა ჩარკვიანი 1976-1994 წლებში იყო სატელევიზიო გადაცემა „გლობუსის“ წამყვანი, 1995-2003 წლებში კი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, 2005 წელს- დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან- ელჩი. გელა ჩარკვიანმა დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

ის არის არაერთი წიგნისა და თარგმანის ავტორი. გელა ჩარკვიანის შვილი იყო მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი