ახალი ამბები

ხოშტარიამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა – სასწრაფოს ექიმი

8 ნოემბერი, 2021 • 770
ხოშტარიამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა – სასწრაფოს ექიმი

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზაციაზე ისევ უარს აცხადებს. ამის შესახებ მასთან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა.

“ამ მომენტში პაციენტის ფიზიკური მონაცემები ნორმის ფარგლებშია. წნევა, პულსი, გლიკემია, სატურაცია, კარდიოგრაფულად ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. ჰქონდა ერთჯერადი ღებინება”, – განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

ელენე ხოშტარიასთან დღეს, 8 ნოემბერს, სასწრაფო დახმარება მანამდეც იყო, როცა მან გონება დაკარგა. ელენე ხოშტარია მეექვსე დღეა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

“აქვს თავბრუსხვევა” – ხოშტარიასთან ისევ სასწრაფო გამოიძახეს

მასალების გადაბეჭდვის წესი