ახალი ამბები

ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

7 ნოემბერი, 2021 • 1270
ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ექიმი მაია ცანავა ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მან, დღეს 7 ნოემბერს, პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

ექიმის თქმით, დინამიკაში დინამიკაში მდგომარეობა შეიცვლება და შესაძლებელია, დამატებითი კვლევები და მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო გახდეს.

„ამ ეტაპზე ქალბატონი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით, თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. იღებს სითხეს. მედიკამენტებს, ვიტამინებს და მსგავს რამეს არ იღებს. რა თქმა უნდა, დინამიკაში მდგომარეობა შეიცვლება და შესაძლებელია, დამატებითი კვლევების და მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება დადგეს“, – განაცხადა მაია ცანავამ.

პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ  შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს და  უშაქრო ყავას იღებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი