ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ს მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

5 ნოემბერი, 2021 • 932
სააკაშვილი აშშ-ს მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ.

“ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს, ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერპლთ. ამას ვამბობ როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს სასამართლოზე წარდგენის უფლებას”, — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას რიგი მოსამართლეები ემიჯნებიან. ისინი პოზიციას ძირითადად ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ.

საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.

“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი