ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ცხინვალში კაფე-რესტორნები იხურება

4 ნოემბერი, 2021 • 1575
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ცხინვალში კაფე-რესტორნები იხურება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო კაფე-რესტორნები 14 ნოემბრამდე იხურება და გატანის სერვისზე გადადის.

ცხინვალის ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის 8 933 შემთხვევა დადასტურდა, 150 – გარდაიცვალა.

მზარდია კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ახალგორშიც, სადააც ადგილობრივ მოსახლეობა ვერ იტარებს ადგილობრივ საავადმყოფოში ვაქცინაციას. ცხინვალამდე მგზავრობის შესაძლებლობას კი ახალგორში მცხოვრები, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მოკლებული არიან.

ახალგორელი პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი