ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელი პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა

2 ნოემბერი, 2021 • 1843
ახალგორელი პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა

ახალგორელი ალექსანდე პავლიაშვილი, რომელიც თავიდან ცხინვალის საავადმყოფოში კორონავირუსით დამძიმების შემდეგ მკურნალობდა, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. პაციენტს თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

ნეტგაზეთმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის შერიგების სამინისტროს მიმართა. უწყების ცნობით, პაციენტი თერჯოლის საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

რას სთავაზობს ქართული მხარე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის კუთხით ახალგორელებს ადგილზევე, უცნობია. უშუალოდ ახალგორის საავადმყოფოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა აცრის ჩასატარებლად ცხინვალში უნდა გაემგზავროს, რაც ტრანსპორტთან და თანხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია. ინფიცირებულთა რიცხვი კი, ყოველდღიურად იზრდება.

ახალგორელში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ცხინვალიდან ახალგორში რუსული ვაქცინა “სპუტნიკის” ვადაგასული დოზები ჩაიტანეს, თუმცა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აღნიშნული ვაქცინით მოსახლეობა აღარ აუცრიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი