ახალი ამბები

სააკაშვილის მხარადასაჭერი აქციიდან მომავალ აქტივისტს სცემეს

4 ნოემბერი, 2021 • 1608
სააკაშვილის მხარადასაჭერი აქციიდან მომავალ აქტივისტს სცემეს

ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, 3 ნოემბერს, მოხდა, როცა რუსთავის ციხესთან გამართული მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციიდან ბრუნდებოდა. როგორც გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, მას თავს დაესხა სამი პირი, ერთ-ერთი მათგანი კი ამოიცნო. მისი თქმით, თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში „ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

„მომეპარა უკნიდან სამი პიროვნება, რა დროსაც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა […] ფეისბუქზე შენ რომ აქტიურობ, ეს შენი აქტიურობა გამაღიზიანებელიაო, არ მოგვწონს და ამის გამო მოხდა ეს ფიზიკური ანგარიშსწორება[…] პოლიცია ახლომახლოს იყო და გაედევნა ამ ტიპებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ადგილზე დაკავება ვერ მოხერხდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბალხამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ორი პირია დაკავებული. მათ ბრალად ძალადობა ედებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი