ახალი ამბები

ჯანმომ ინდური წარმოების კოვიდ-ვაქცინა “კოვაქსინს” ავტორიზაცია მიანიჭა

3 ნოემბერი, 2021 • 1251
ჯანმომ ინდური წარმოების კოვიდ-ვაქცინა “კოვაქსინს” ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილ კორონავირუსის ვაქცინა “კოვაქსინს” გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

“ბიბისის” ცნობით, ვაქცინას ინდოეთში ავტორიზაცია მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა, როდესაც მესამე ფაზის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, რამაც შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია “ბარატ ბიოტექმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც “კოვაქსინი” 78%-ით ეფექტურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს. “კოვაქსინის” ორი დოზა ოთხკვირიანი ინტერვალით რეკომენდებულია 18 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებისთვის.

“კოვაქსინის” გარდა, ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ვაქცინებია: “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”, “მოდერდნა”, “ჯონსონი და ჯონსონი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი