ახალი ამბებიეკონომიკა

რიონის ხეობის მცველებმა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს – დაიხარჯა 153 ათასი

2 ნოემბერი, 2021 • 3466
რიონის ხეობის მცველებმა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს –  დაიხარჯა 153 ათასი

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ფინანსების წარმოშობისა და მიზნობირობის შესახებ აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მოძრაობამ დაარსების დღიდან (2018 წლის 17 ივნისი) 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით შემომსავლის სახით 283 498 ლარი მიიღო.

აუდიტის თანახმად, მოძრაობამ ამ დროის განმავლობაში სულ 153 542 ლარი დახარჯა.

მოძრაობის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე პერიოდში შემოსავლები ხარჯებს 130 472 ლარით აღემატება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ რიონის ხეობის მცველებმა 48 147 ლარი დახარჯეს თბილისში გამართულ აქციაში.

მოძრაობის თანახმად, თანხები ძირითადად შემოწირულობებია, რომელთა დიდი ნაწილიც ემიგრანტების მხრიდან გადმოირიცხა. ნახეთ ანგარიში სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი