ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 5553 შემთხვევა, დადებითობამ 11.36%-ს მიაღწია — 2 ნოემბერი

2 ნოემბერი, 2021 • 926
გამოვლინდა კორონავირუსის 5553 შემთხვევა, დადებითობამ 11.36%-ს მიაღწია — 2 ნოემბერი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 48 901  ტესტი,  გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 11.36%-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით47 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 136 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448, კახეთი – 657, მცხეთა-მთიანეთი – 149, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 46 957 საიდანაც:

6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 609 პირი, 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი