„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ პროკურატურამ ისიც დაიბარა გამოკითხვაზე.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო. პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან, არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ“, – წერს წითლიძე.
წითლიძის გარდა, პროკურატურამ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელი დაიბარა გამოკითხვაზე – არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო.