პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გაეროს ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს ერთად უნდა გაუსწორონ თვალი.
მისი თქმით, უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, რომ ქვეყნებმა გაზარდონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები
„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
