საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ სახელს იცვლის. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამანტის თავმდჯომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ნაცვლად ერქმევა „რეფორმების ჯგუფი“.

„ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება რეფორმების ჯგუფი. შარლ მიშელს ხომ არ გავინაწყენებთ?“- განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტში ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ 3 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ტარიელ ნაკაიძემ და გრიგოლ ვაშაძემ შექმნეს.

ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა.