ახალი ამბები

„ლოზუნგი, არჩევნები გაუქმებულია, არის მცდარი“ — ბოკერია

31 ოქტომბერი, 2021 • 2106
„ლოზუნგი, არჩევნები გაუქმებულია, არის მცდარი“ — ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „არჩევნების გაუქმების“ ლოზუნგი არის მცდარი. ამასთანავე, ის დღეს, 31 ოქტომბერს, ენმ-სა და სხვა ოპოზიციური პარტიების აქციაზე პარლამენტთან მისვლას აპირებს.

„მე მივალ დღევანდელ აქციაზე და ბუნებრივია მოვუსმენ ორგანიზატორების იდეებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონია აქამდე ბატონ მელიასთან კონსულტაცია. მშვიდობიანი აქციები აუცილებელი და ბუნებრივი ნაწილია ამ პროცესის, როდესაც ასეთი ხიფათის არსებობს ქვეყნის მომავლისთვის.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა წინასწარ, სანამ მოვუსმენ სხვა პოლიტიკური ფიგურების მოსაზრებებს, ლოზუნგი, არჩევნები გაუქმებულია, არის მცდარი, პრაგმატულად პირველ რიგში“ — ამბობს ბოკერია. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ენმ და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ „არჩევნები გაუქმებულია“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. სწორედ ამიტომ, ენმ-ს ლიდერმა თქვა, რომ დღეს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმას გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი