ახალი ამბები

ხახალეიშვილმა დეკანოიძეს 2222 ხმით გაუსწრო — ცესკოს წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 1228
ხახალეიშვილმა დეკანოიძეს 2222 ხმით გაუსწრო — ცესკოს წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქუთაისის მერობისთვის ბრძოლაში, მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა. ამ ქალაქში დათვლილია უბნების 100%.

მან ხმების 51.643% მიიღო, რაც 34 925 ხმას ნიშნავს. ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთა ხმების 48.357% მიიმხრო, რაც 32 703 ხმაა. კანდიდატებს შორის სხვაობა 2 222 ხმას წარმოადგენს.

ცესკოს მიხედვით, საქართველოს 20 ქალაქში ჩატარებული მეორე ტურების შედეგად, 19-ში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს, ზოგად სხვაობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის 2-3 პროცენტული პუნქტია.

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ ის გაყალბებულია. ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბრისთვის დააანონსა ოპოზიციის სამოქმედო გეგმის გამჟღავნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი