ახალი ამბები

„დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით“ – წულუკიანი

31 ოქტომბერი, 2021 • 1484
„დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირად ფეისბუკგვერდზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს მმართველ პარტიას და ოპოზიციას „ლოგინში გადატრიალებას“ ურჩევს.

„წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით. რაც შეეხება ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ!“ — წერს წულუკიანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქში, გარდა წალენჯიხისა, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართა, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.

ოპოზიცია მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მეორე ტურის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი