ახალი ამბები

ხახალეიშვილი – 51.643%, დეკანოიძე – 48.357% – უბნების 100%-ის წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 962
ხახალეიშვილი – 51.643%, დეკანოიძე – 48.357%  – უბნების 100%-ის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 51.643%-ით იმარჯვებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხატია დეკანოიძეს კი წინასწარი მონაცემებით ხმათა 48.357% აქვს მიღებული.

ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურში 34 925 ხმა მიიღო, რაც წინა ტურში მიღებულ ხმებზე 7 832-ით მეტია (ხახალეიშვილმა არჩევნების პირველ ტურში 27 093 ხმა მიიღო). ხატია დეკანოიძემ კი მეორე ტურში 32703 ხმა მიიღო, რაც წინა ტურში მიღებულ ხმებზე 4 378-ით მეტია (დეკანოიძემ პირველ ტურში 28 325 ხმა მიიღო).

მასალების გადაბეჭდვის წესი