ახალი ამბები

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო – ცესკო

30 ოქტომბერი, 2021 • 1105
მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო – ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.

მათი ცნობით, მეორე ტურში 20:00 საათამდე უბნებზე 1025406 ამომრჩეველი გამოცხადდა.

შედარებისთვის, პირველ ტურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92%-მა მიიღო.

ცესკოს თანახმად, ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ჩოხატაურში – 69.36% დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი დუშეთში – 20.4%.

რაც შეეხება თბილისს, აქ ამომრჩევლთა აქტივობა 47.7% იყო, რაც პირველი ტურის აქტივობასთან – 49.1%-თან შედარებით ნაკლებია.

დანარჩენ ქალაქებში კი, სადაც მერებს ირჩევდნენ, ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება:

  • რუსთავი – 49.63%
  • ქუთაისი – 45.45%
  • ფოთი – 49.7%
  • ბათუმი –  52%
  • ზუგდიდი – 45.28%
  • თელავი – 53.84%
  • თიანეთი – 55.63%
  • ქარელი – 46.28%
  • ხაშური – 46.54%
  • ცაგერი – 60.47%
  • ბაღდათი – 51.11%
  • წყალტუბო – 47.44%
  • ოზურგეთი – 58.48%
  • სენაკი – 55.45%
  • მარტვილი – 56.57%
  • ხობი – 52.64%
  • წალენჯიხა – 50.28%
  • ჩხოროწყუ – 59.37%
  • ხელვაჩაური – 55.75%

როგორც ცესკოში აცხადებენ, პირველადი შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ, ზუსტი დრო კი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩეის.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722 იყო, აქედან თბილისში – 1 002 525, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იღებდა.

მეორე ტურებზე ეგზიტპოლები ორი ტელეკომპანიის „იმედისა“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა. „იმედის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“ ჩაატარა, „მთავარი არხის“ კი კომპანია Anova-მ.

ორივე ტელეკომპანიის ეგზიტპოლების შედეგები:

მასალების გადაბეჭდვის წესი