ახალი ამბები

ოპოზიცია, ჯერჯერობით, მხოლოდ წალენჯიხაში იგებს — მერის არჩევნების წინასწარი მონაცემი

30 ოქტომბერი, 2021 • 15956
ოპოზიცია, ჯერჯერობით, მხოლოდ წალენჯიხაში იგებს — მერის არჩევნების წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია, ჯერჯერობით, მხოლოდ წალენჯიხის მერის არჩევნებში იმარჯვებს.

00:00 საათის მონაცემებით, წალენჯიხაში საარჩევნო უბნების 27.586%-ია დათვლილი. აღნიშნული შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას, ხმათა 57.506% აქვს, “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგა გულორდავას კი — 42.494%.

სხვაგან, მათ შორის, დიდ ქალაქებში, “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

პირველ ტურში წალენჯიხის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მას ხმათა 39.682% ჰქონდა, “ქართული ოცნების” კანდიდატს — 38.23%, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგებელს, ხვიჩა მებონიას კი — 19.08%

მასალების გადაბეჭდვის წესი