თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძემ ოცნების ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში 4 თვითმმართველ ქალაქში “ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
“მადლობა ყველას, ბედნიერი ვარ, რომ ღირსეული გამარჯვება შევძელით. მზად ვარ, 24- საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს და ყველა ადამიანს, ყველას მერი ვიყავი და ასეც ვაპირებ გაგრძელებას. მეორე დღიდანვე ვიწყებთ პროექტების განხორციელებას”.
ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ მაინც “დაელოდება ცესკოს საბოლოო მონცემების გამოქვეყნებას”.
ღარიბაშვილი “ოცნების” ოფისთან მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს