ახალი ამბები

გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა- მელია ეგზიტპოლის შედეგის შემდეგ

30 ოქტომბერი, 2021 • 1093
გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა- მელია ეგზიტპოლის შედეგის შემდეგ

ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა  ძალადობის მიუხედავად.  “ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”, – განაცხადა მელიამ.

“მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, ცვლილებების სასარგებლოდ, მრავალფეროვნების სასარგებლოდ..  ამ ძალადობის ფონზე, როცა ყველა დიდ ქალაქში ოპოზიცია იმარჯვებს, წარმოგიდგენიათ რომ არა კანონიერი ქურდები, პროკურორები.. რამხელა იქნებოდა სხვაობა?”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

“შეუძლებელია კალაძე, კობახიძე და სხვები ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ. ფულის შრიალი არ მიხსენებია ხომ ამდენი ხანია? პასპორტების ჩამორთმევა, არაფერი არ გყოფნით, ხომ ხედავთ”. 

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა საქართველოში. 20.00 საათზე კანონის თანახმად საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა შეწყდა. ამჟამად უბნებში ხმებს ითვლიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი