ახალი ამბები

კობახიძე: ჩვენი აქტივის მონაცემებით ოცივე მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ

30 ოქტომბერი, 2021 • 1020
კობახიძე: ჩვენი აქტივის მონაცემებით ოცივე მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ

„ქართული ოცნების“ თამჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათი აქტივისგან მიღებული მონაცემებით, რომელიც 19:00 საათის მდგომარეობას ასახავს, მმართველი პარტიის კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვებენ.

მანამდე კობახიძე ამბობდა, რომ „ოცნების“ კანდიდატები 18 მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად იმარჯვებდნენ, 2-ში კი ოპოზიციის კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს იყვნენ:

„შემოსულია მონაცემები ჩვენი აქტივისგან 19:00 საათის მოანცემებით. მონაცემების თანახმად, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში. თუმცა რჩება 40 წუთი და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი