ახალი ამბები

თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია 15 საათისთვის

30 ოქტომბერი, 2021 • 927
თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია 15 საათისთვის

15  საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 31.82% -ია, რაც 664 573 ამომრჩეველს შეადგენს. შედარებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 15  საათის აქტივობა 33.18% იყო.

თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია თვითმმართველ ქალაქებში, სადაც დღეს მერებს ირჩევენ: 

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, 15 საათისთვის ყველა თვითთმმართველ ქალაქში პირველ ტურთან შედარებით მეტი აქტივობა ფიქსირდება:

  • თბილისი – 30.8% (პირველ ტურში – 30.7%)
  • რუსთავი – 33.9% (პირელ ტურში -32.4%)
  • ქუთაისი – 29.7% ( პირველ ტურში – 28.9% )
  • ფოთი – 33.9% (პირველ ტურში – 35.7%)
  • ბათუმი – 34.2% (პირველ ტურში – 33.7%).

ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია ზუგდიდშიც, სადაც საარჩევნო უბნებზე 15.00 საათისთვის ამომრჩეველთა 29.2% მივიდა. პირველ ტურში აქ ამომრჩეველთა 28.1% იყო 15.00 საათისთვის. 

 


დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი