ახალი ამბები

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ია – ცესკო

30 ოქტომბერი, 2021 • 965
17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ია – ცესკო

17  საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 39.5% -ია, რაც 825 129 ამომრჩეველს შეადგენს.

შედარებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 17  საათის აქტივობა 41.35% იყო.

ცესკოს ცნობით, ოლქების მიხედვით,  ყველაზე მაღალი აქტივობა ჩოხატაურში – 55.7% ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი დუშეთში – 15.9%.

17 საათისთვის პირველ ტურთან შედარებით თითქმის ყველა თვითმმართეველ ქალაქში, გარდა თბილისისა, აქტივობა გაზრდილია:

თბილისი – 38.7%  (პირველ ტურში – 39.1%)
რუსთავი – 41.2% (პირელ ტურში – 39.6%)
ქუთაისი – 36.6% ( პირველ ტურში – 35.2%)
ფოთი – 41.8% (პირველ ტურში – 43%)
ბათუმი –  42.2% (პირველ ტურში – 42%)

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ 17 საათისთვის 35.9%-იანი აქტივობა ფიქსირდება, რაც პირველ ტურის აქტივობასთან – 34.4%-თან  შედარებით გაზრდილია.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი